მთავარი სიახლეების არქივი

დანდალოს ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა

სამშენებლო სამუშაოები ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, პირველმა მოადგილემ იმედა ვასაძემ, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის უფროსმა გენადი ანანიძემ, დანდალოს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა ანზორ გოგიაშვილმა და მაჟორიტარმა ოთარ ხარაძემ ადგილზე მოინახულა.

დანდალოს ადმინისტრაციული შენობის, რომელშიც განთავსებულია საკონცერტო სცენა, ამბულატორია, ბაგა-ბაღი და ადმინისტრაციული ოფისი სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს ,,კაიზერი" აწარმოებს. პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვალა წყალ-კანალიზაციის სისტემა, ელექტრო სისტემა, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემები, კეთილმოეწყობა შიდა ინტერიერი და გარე ფასადი. შენობა მთლიანად რეაბილიტირებული იქნება თანამედროვე ტიპის სტანდარტებით და ადაპტირებული შშმ პირებისათვის.

დანდალოს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეეძლება თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ერთ სივრცეში ისარგებლოს სხვადასხვა სერვისით.


facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?