მთავარი სიახლეების არქივი

დაბა ქედის საჯარო სკოლაში, „ეტალონის გუნდური ჩემპიონატი“ გაიმართა

სსიპ ვახტანგ პაპუნიძის დაბა ქედის საჯარო სკოლაში „ეტალონის“ პრინციპებზე დაყრდნობილი ფორმატის ღონისძიება-კონკურსი „ეტალონის გუნდური ჩემპიონატი“ გაიმართა, რომელშიც მუციპალიტეტის საჯარო სკოლების მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული 18 გუნდი მონაწილეობდა.

„ეტალონის გუნდური ჩემპიონატის“ მიზანია მოსწავლეების წახალისება და მოტივაციის ამაღლება.
I, II, III ადგილზე გასულ გუნდებს ფულადი ჯილდო და დიპლომები, ხოლო მონაწილეებს სიგელები გადაეცათ.

I ადგილი - ხარაულის საჯარო სკოლა;

II ადგილი - უჩხითის საჯარო სკოლა;

III ადგილი - ოქტომბრის საჯარო სკოლა.

პროექტ ,,ეტალონის" წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა 26 მაისს პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები, საქართველოს 100 000 ოჯახის ყოველწლიური ბედნიერების პროექტის პრეზენტაციაზე მიიწვია.

ღონისძიება განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
აპრილი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?