დაბა ქედაში, აღმაშენებლის ქუჩის სახიფათო მონაკვეთი ფართოვდება
დაბა ქედის კითილმოწყობის პროექტის ფარგლებში, აღმაშენებლის ქუჩის გაფართოების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სახიფათო მოსახვევები და გზის შევიწროებული ადგილები საფრთხეს ქმნიდა როგორც ქვეითებისთვის, ასევე მძღოლებისთვის. პირველ ეტაპზე მიმდინარეობს გაფართოებისა და საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 180 273 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა ,,ზადუ" ახორციელებს, რომელსაც 10 -მდე ადგილობრივი ჰყავს დასაქმებული. მეორე ეტაპისთვის კი კეთილმოწყობითი სამუშაოებია დაგეგმილი - მოაჯირებისა და ბორდიულების მოწყობისთვის 32 226 ლარია გათვალისწინებული. მეორე ეტაპის სამუშაოებზე გამგეობამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სრულად რეაბილიტირებული ქუჩით, ქედელები ოქტომბრის თვიდან ისარგებლებენ.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |