მთავარი სიახლეების არქივი

ბავშვთა საერთაშორისო დღე ქედაში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა

სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე გათვლილი ,,დისნეი ლენდის" გასართობი შოუ პროგრამები, სახის მოხატვა, ვოკლაურ-ინსტრუმენტალური ანსამბლი ,,ინდიგო"-სა და ფოლკლორული ანსამბლ ,,იასამანი"-ს კონცერტი - ეს მოკლე ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რომელსაც დღეს მოწვეული ქედაში მცხოვრები პატარები ანშლაგით ესწრებოდნენ. ამინდის გაუარესების გამო, პატარებისადმი მიძღვნილმა ღონისძიებებმა რუსთაველის პარკის ნაცვლად, სასპორტო სკოლის დარბაზში გადაინაცვლა. ,,კარგად გავერთე, სახალისო ნომრებით ბევრი ვიმხიარულეთ მე და ჩემმა კლასელებმა. ყველა ჩემს თანატოლს ვულოცავ დღევანდელ დღეს!" - აღნიშნა 9 წლის ქეთი დევაძემ. ღონისძიებების ორგანიზატორი ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურია. პროგრამის ბიუჯეტი 1300 ლარს შეადგენს.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?