მთავარი სიახლეების არქივი

აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატების დააბრძანება

ქედის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები დააბრძანეს. ხატების საქართველოს რეგიონებში მოგზაურობა ეძღვნება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100, უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 და დაბადებიდან 85 წლისთავს. ქედის მუნიციპალიტეტში ხატები დარძანებული იქნებიან ერთი კვირის მანძილზე - 03.09.2017-დან 10.09.2017-მდე. კვირის განმავლობაში საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი საღვთისმსახურო მსახურება ჩატარდება ქედის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში. ყოველდღიურად (წირვის შემდეგ და საღამოს 19:00 საათზე) გაიმართება ხატების მოგზაურობასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო შეხვედრები მრევლთან. ორგანიზებას საქართველოს საპატრიარქო - სხალთის ეპარქია და საზოგადოება „ივერიისა“ გაუწევს.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?