მთავარი სიახლეების არქივი

ასსპა-სა და ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელები ქედაში მეწარმეებს შეხვდნენ

აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე ასლან ლორთქიფანიძე, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ტარიელ გიორგაძე და პალატასთან არსებული ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საინფორმაციო ცენტრის - DCFTA ექსპერტი ეკატერინე თარგამაძე ქედაში მეწარმეებსა და ფერმერებს შეხვდნენ.

ასსპა-ს თავმჯდომარის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს პალატის მუშაობა გააცნო და ისაუბრა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებზე. ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელმა და DCFTA ექსპერტმა მეწარმეებს წარუდგინეს თავიანთი საქმიანობის შესახებ პრეზენტაციები და დაურიგეს ფლაერები.

ღონისძიების მეორე ნაწილი მეწარმეების, ბიზნესმენებისა და ფერმერების კითხვებს დაეთმო, რითაც შესაძლებლობა მიეცათ დაესვათ მათი მუშაობის შემაფერხებელი, პრობლემური საკითხები და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია ბიზნესის სიახლეების შესახებ. შეხვედრის ორგანიზატორებმა მეწარმეებს თავიანთ საქმიანობაში მხარდაჭერა და პრობლემების გადაჭრის მიზნით აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შუამდგომლობა აღუთქვეს.

ღონისძიებას ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე და საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე ესწრებოდნენ.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ნოემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?