ასოციაციამ ,,ერთმანეთისთვის"


ასოციაცია ,,ერთმანეთისთვის" ხელმძღვანელმა სოფო ბაკურიძემ, მორიგი საქველმოქმედო აქცია ქედაში გამართა. აქციის ფარგლებში, სოფელ ზედა ბზუბზუში, სოციალურად დაუცველი მარინა მსხალაძის ოჯახი მოინახულა და საჩუქრად ტელევიზორი და სურსათის პროდუქტები გადასცა. მარინა მარტოხელა დედაა და იგი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს სოფელში. როგორც თითონ აღნიშნა, ძველი ტელევიზორი ჰქონდათ, რომელიც 1 თვის წინ სრულად გამოვიდა მყწობრიდან. საჩუქარმა გნსაკუთრებით მოზარდები აღაფრთოვანა. გურანდა გოგიტიძე სოფელ ქვედა ბზუბზუში მესამე კლასის საუკეთესო მოსწავლეა. მას სოფელი, როგორც სწავლისადმი განსაკუთრებულად მიდრეკილს, უნიჭიერეს მოწაფედ იცნობს. გოგიტიძეების ოჯახი ასევე სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნება და სახელმწიფოს შემწეობის ამარადაა. სოფო ბაკურიძემ ოჯახი თავად მოინახულა და სურსათის პროდუქტები გადასცა, ხოლო გურანდას საჩუქრად წიგნები მიუტანა. ,,წიგნების ჩუქებით ოჯახის ყველაზე პატარა წევრიც ძალიან გახალისდა. ვფიქრობ, რომ მსგავსი ოჯახები უამრავი სხვა საჭიროების წინაშეც დგანან. საქველმოქმედო აქციებს ასოციაცია "ერთმანეთისთვის" კვლავ გააგრძელებს. გურანდას მსგავსი ბავშვების გახარება და მათთვის ცხოვრების გალამაზებაში სულ მცირეოდენი წვლილის შეტანაც უმნიშვნელოვანესია" განაცხადა ასოციაციის ხელმძღვანელმა. საქველმოქმედო აქციამ ორივე ოჯახს უდიდესი სიხარული მიანიჭა.მათ დღის გალამაზებისთვის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 |