მთავარი სიახლეების არქივი

9 აპრილის ღონისძიება

დღეს, 9 აპრილის სკვერში ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდი ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, მოადგილეები, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები, ქედის ხანდაზმულთა კლუბის წევრები შეიკრიბნენ და მემორიალი სიმბოლურად ტიტებით, გვირგვინით და სანთლებით შეამკეს.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ დასაბამი მისცა საქართველოს თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესს.

დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში 21 დაღუპულის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი სხალთის ეპარქიის დეკანოზმა ევდემოზ ალელიშვილმა და დეკანოზმა ბართლომე ჩხიკვაძემ გადაიხადა.

საგალობლები ქედის კულტურის ცენტრთან არსებულმა ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა ,ელესამ" შეასრულა.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
აპრილი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?