მთავარი სიახლეების არქივი

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა.

დაუნის სინდრომის 2024 წლის გზავნილია: ერთად დავასრულოთ სტერეოტიპები.
ეს დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა, ხოლო 2011 წლიდან 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოცხადდა.

ამ დღესთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მიზნით, ზვარის საჯარო სკოლაში ტრენინგი თემაზე: ,,დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების თანასწორუფლებიანობის გამყარება“ გაიმართა.

შეხვედრას საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ. ტრენინგს მოწვეული ტრენერი მერი ჩიმაკაძე უძღვებოდა.

მოსწავლეები შეურთდნენ ჭრელი წინდების კამპანიას და შეხვედრის დასასრულს ჭრელი წინდებით ფოტოები გადაიღეს.
ღონისძიება განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის კულტურული ღონისძიებების ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართა.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ნოემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?