2019-2022 წლების პრიორიტეტების დოკუმენტზე დღეს კომისიამ იმსჯელა
2019-2022 წლის პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების სამუშაო ჯგუფმა მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან, დღეს პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას პრიორიტეტების კომისიის თავმჯდომარე ლევან გორგილაძე უძღოდა, სადაც განიხილეს 2018-2019 წლების საბიუჯეტო კალენდარის დამტკიცების საკითხი, რომლის მიხედვითაც მოხდება 2019 -2022 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის შედგენა. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ჯემალ ტაკიძემ აუდიტორიას პრიორიტეტული დოკუმენტის მეთოდოლოგია დეტალურად გააცნო. ხაზგასასმელია, რომ 20 აპრილამდე მოხდება მოსახლეობის გამოკითხვა, შემდეგი ინფორმაციის სელექციისთის: ა) რამდენად კმაყოფილია მოსახლეობა გასული წელს განხორციელებული პროგრამებით; ბ) მოქალაქის აზრით, რომელია ის პრიორიტეტული სფეროები, რომლებშის ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა გააუმჯობესოს მომსახურების მიწოდება მომავალ წლებში. კომისია მერის N 236 ბრძანების საფუძველზე, 2018 წლის 5 მარტს შეიქმნა.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |