მთავარი სიახლეების არქივი

2 ეკომიგრანტ ოჯახს დაბა ქედაში საცხოვრებელი ფართები გადაეცათ

ნუგზარ ციციანიძისა და ქაზიმ ცინცაძის ოჯახებს საცხოვრებელი ფართები დაბა ქედაში, დღეს აჭარის ა რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ მუნიციპალიტეტის პირველ პირებთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ოფიციალურად გადასცა. სოფელ პირველ მაისში მცხოვრებ ნუგზარ ციციანიძეს, მეწყერის შედეგად საცხოვრებელი სახლი წლების წინ დაუზიანდა. ერთწევრიანი ოჯახი პირველ კატეგორიას მიეკუთვნებოდა. სწორედ, აღნიშნულ ოჯახზე საცხოვრებელის გადაცემით მუნიციპალიტეტში დასრულდა პირველი კატეგორიის ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა. სოფელ ჯალაბაშვილებში მცხოვრები ქაზიმ ცინცაძე კი პენსიონერია - 4 წევრიან ოჯახში 3 მძიმე ავადმყოფია. ოჯახი სოციალურად დაუცველია. ცინცაძეების საცხოვრებელიც მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობდა. ეკომიგრანტმა ოჯახებმა მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებს მადლობა გადაუხადეს მათი პრობლემების ადეკვატური შეფასებისა და უკვე უსაფრთხო გარემოში არსებობისთვის. ბოლო 4 წლის განმავლობაში ქედაში 100-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით. პირველ ეტაპზე 52 ეკომიგრანტს გადაეცა დაბა ქედაში საცხოვრებელი ბინა, მეორე ეტაპისთვის ჯალაბაშვილებიდან 12 ოჯახი დაკმაყოფილდა. აუშენდა სახლი სტიქიით დაზარალებულ ლევან სალაძეს კოლოტაურში, ხოლო 31 ოჯახი ,,ბინის მაძიებელთა“ სახალმწიფო პროგრამაში უკვე ჩართულია. აღნიშნული პროგრამა კვლავ გრძელდება, მიმდინარეობს დოკუმენტაციის მომზადება დამატებით 9 ოჯახზე. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად ახორციელებს მეწყერსაწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს, რამაც შედეგი უკვე გამოიღო. დღესვე ზურაბ პატარაძემ სოფელ კუჭულაში მცხოვრებ, ხანძრის შედეგად დაზარალებულ შუქრი გორგაძის ოჯახს საჩუქრად საყოფაცხოვრებო ტექნიკა - სარეცხი მანქანა გადასცა. 11 წევრიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი შემოდგომაზე დაეწვათ. აჭარის მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან ოჯახს 10 000 ლარი დეკემბრის თვეში ჩაურიცხა.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
აპრილი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?