მთავარი მერია სიახლეები

ქედის მერი ბულგარეთის საერთაშორისო ფესტივალზე გამარჯვებულ ფოლკლორული ანსამბლის ,,ჩანგის

ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე ბულგარეთის საერთაშორისო ფესტივალზე გამარჯვებულ ფოლკლორული ანსამბლის ,,ჩანგის" ბავშვებს შეხვდა.

აღსანიშნავია, რომ ფოლკლორული ანსამბლი “ჩანგი” ბულგარეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ნესებრში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე ,,შავი ზღვის მარგალიტი" იღებდა მონაწილეობას, სადაც უმაღლესი ჯილდოს ,,გრანპრის“ მფლობელი გახდა.

შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მამუკა თურმანიძე, ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, მოადგილე მამუკა ფარტენაძე, ა(ა)იპ ქედის სახელოვნებო სკოლის ხელმძღვანელი ირინა დევაძე და ანსამბლი ,,ჩანგის“ ხელმძღვანელი ნაზი სურმანიძე ესწრებოდა.

გასტროლი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ასევე, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
დეკემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?