მთავარი მერია სიახლეები

უცხოეთის აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტების ხელშეწყობა

ქედის მუნიციპალიტეტის მერია უცხოეთის აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტებს წლის განმავლობაში ერთჯერადად ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ქვეპროგრამას ,,ქედის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ წარმატებულ აბიტურიენტთა, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნობის კანდიდატ მოსწავლეთა და სტუდენტთა დახმარება“ ორი პუნქტი დაემატა, კერძოდ:

  1. უცხოეთის აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტების ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
  2. მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტთა დახმარება.

უცხოეთის აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტებისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების მისაღებად განცხადებების მიღება უკვე დაწყებულია.

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში მიმდინარე წლის 01 დეკემბრამდე უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განცხადება მერის სახელზე;
  • საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ID ბარათი ან პასპორტი);
  • ცნობა უცხოეთის აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან, სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ (თარგმნილი ქართულ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული);
  • საინფორმაციო ბარათი სამოქალაქო რეესტრიდან (სტუდენტი უნდა იყოს რეგიდტრირებული ქედის მუნიციპალიტეტში);
  • სტუდენტის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტი ბეჭდით დამოწმებული.

რაც შეეხება, განცხადების წარმოდგენის ვადებს მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის (91 – დან 100 ქულამდე), 2024-2025 წლის პირველი სესმესტრის მონაცემებით უნდა წარმოადგინოს არაუგვიანეს 15 აპრილისა, ხოლო მეორე სემესტრის 01 ოქტომბრამდე.

  • განცხადება მერის სახელზე;
  • საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სასწავლებლის ცნობა მაღალი აკადემიური მოსწრების შესახებ;
  • საინფორმაციო ბარათი სამოქალაქო რეესტრიდან (სტუდენტი უნდა იყოს რეგიდტრირებული ქედის მუნიციპალიტეტში);
  • სტუდენტის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტი ბეჭდით დამოწმებული.
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
თებერვალი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?