მთავარი მერია სიახლეები

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძემ ქედის მუნიციპალიტეტის მერთან მამუკა თურმანიძესთან, აჭარის განათლების და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა და ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის მთავარი სიახლეები გააცნო.
მინისტრმა რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიურ ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება და ამ პროცესში მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების გაზიარების აუცილებლობაზე ისაუბრა.
საუბარი შეეხო სასკოლო ფორმების შემოღების, სახელმძღვანელოების დახვეწის, მეთორმეტე კლასის გაუქმების, ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლის საკითხებს.
შეხვედრის ფარგლებში მშობლებმა მინისტრს მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დაუსვეს და დეტალური განმარტებები მიიღეს.
მშობლებთან გამართულ შეხვედრას ქედის რესურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლის პედაგოგები და საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.
facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?