მთავარი მერია სიახლეები

სახალხო დღესასწაული ,,შემოდგომა ქედაში"

ქედაში, სახალხო ზეიმი ,,შემოდგომა ქედაში” გაიმართა.

დღის განმავლობაში წარმოდგენილი იყო შემოდგომის თემატური დეკორაციები, ბავშვთა გასართობი სივრცეები, სპორტული აქტივობები, ადმინისტრაციული ერთეულების თემატური გამოფენა, ადგილობრივი და მოწვეული მეწარმეების, მეღვინეების გამოფენა-გაყიდვა, კულინარიული მასტერკლასები და სადეგუსტაციო სივრცეები, სამუზეუმო ექსპონატები, ეთნოგრაფიული ნიმუშები და სხვა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საპატიო ქედელების დაჯილდოება.

ღონისძიების მიმდინარეობისას პარალელურად ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. საღამო კი ,,ღამის შოუს” ბენდის კონცერტით დასრულდა.

ღონისძიების ფარგლებში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით ღვინის ფესტივალი გაიმართა, რომელიც წელს პირველად აღინიშნა და მომდევნო წელსაც გაგრძელდება.

დღესასწაული მოწვეულ სტუმრებს და ადგილობრივებს ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დენის სალუქვაძემ და ქედის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ცინცაძემ მიულოცეს.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ნოემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?