ქედის სასპორტო სკოლაში, თავისუფალ ჭიდაობაში რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა
11 დეკემბერი 2025 | მერია
ქედის სასპორტო სკოლაში, თავისუფალ ჭიდაობაში რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა, რომელიც ქედელი სპორტსმენის და დამსახურებული მწვრთნელის გურამ ჯიჯავაძის ხსოვნას მიეძღვნა.
ტურნირში ქედის, ქობულეთის, ბათუმისა და შუახევის მუნიციპალიტეტებიდან 130 - მდე სპორტსმენი ღებულობდა მონაწილეობას.
გურამ ჯიჯავაძის სახელობის თასი, ქედის სასპორტო სკოლის საუკეთესო მოჭიდავემ მოიპოვა. სხვადასხვა კილოგრამიან წონით კატეგორიაში ქედის მუნიციპალიტეტის სპორტსმენებმა 9 პირველი ადგილი, 6 მეორე და 5 მესამე ადგილი აიღეს. საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები სიგელებითა და თასით დაჯილდოვდნენ.
ტურნირს, ოთხგზის ევროპის ჩემპიონი და ოთხგზის მსოფლიო პრიზიორი ქედელი დიეგო ჩხიკვაძე ესწრებოდა, რომელმაც სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
გურამ ჯიჯავაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ა(ა)იპ ქედის სასპორტო სკოლის ორგანიზებით გაიმართა.