მთავარი მერია სიახლეები

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ აგარის მრავალბინიანი სოციალური სახლისთვის სასმელი წყლის სისტემის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ აგარის მრავალბინიანი სოციალური სახლისთვის სასმელი წყლის სისტემის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოები ადგილზე ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, პირველ მოადგილესთან იმედა ვასაძესთან, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსთან გენადი ანანიძესთან და პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელ რაულ სალაძესთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა სათავე წყალშემკრები ნაგებობა და 4 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური მილსადენის.

სამშენებლო სამუშაოები სექტემბრის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც აგარის სოციალური სახლის 20 ოჯახი უწყვეტი და უსაფრთხო სასმელი წყლით ისარგებლებს.


facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?