ქედის მუნიციპალიტეტში, ნათელა დუმბაძის 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა
ქედის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი მასწავლებლის, საპატიო ქედელის, პოეტის და საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის, ქალბატონ ნათელა დუმბაძის საიუბილეო საღამო გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქედის მუნიციპალიტეტის მერი, მამუკა თურმანიძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თათია გორგილაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან ცინცაძე, ქედის რესურსცენტრის დირექტორი დურმიშხან შავიშვილი, მწერალთა კავშირის წევრები, კულტურის სფეროს მოღვაწეები და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები.
ნათელა დუმბაძის 70 წლის იუბილეზე შეაფასეს მისი მრავალწლიანი პედაგოგიური და შემოქმედებითი მოღვაწეობა და ხაზი გაესვა მის მნიშვნელოვან წვლილს როგორც განათლების სფეროში, ასევე ქართულ ლიტერატურაში. ქალბატონი ნათელა დუმბაძე ოთხი პოეტური კრებულის ავტორია.
ღონისძიების ფარგლებში წაიკითხეს პოეტის ლექსები, შესრულდა პოეტის ლექსებზე დაწერილი მუსიკალური ნომრები, ასევე საგალობელი შეასრულეს სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა.
სიახლეების არქივი
| კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | 2 | 3 | 4 | |||
| 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
| 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
| 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
| 26 | 27 | 28 | 29 | 30 |