მთავარი მერია სიახლეები

ქედის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და დაავადებათა პრევენციის მიზნით, მრავალპროფილური სკრინინგის კამპანია გაიმართა

ქედის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და დაავადებათა პრევენციის მიზნით, მრავალპროფილური სკრინინგის კამპანია გაიმართა.

სკრინინგის პროცესს ადგილზე გაეცნენ ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, ცნობილი ეპიდემიოლოგი პაატა იმნაძე, რომელიც შეხვდა მოსახლეობას და პრევენციული კვლევების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძე.

კამპანიის ფარგლებში ადგილობრივებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უფასოდ ჩაეტარებინათ სკრინინგული გამოკვლევები ინფექციურ დაავადებებზე — აივ ინფექციაზე, B და C ჰეპატიტებზე, ასევე ონკოლოგიური პათოლოგიების ადრეული გამოვლენის მიზნით, მათ შორის ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოზე. პარალელურად ჩატარდა არაგადამდები დაავადებების პრევენციული კვლევებიც, რაც მნიშვნელოვანია ქრონიკული დაავადებების დროული დიაგნოსტიკისა და მართვისთვის.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, სადაც ყურადღება გამახვილდა მოსახლეობის ინფორმირების გაძლიერებასა და სკრინინგ პროგრამებში მათი აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე.

აღსანიშნავია, რომ გამოვლენილი შემთხვევების შემდგომი დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხორციელდება სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში — მათ შორის ონკოლოგიური დაავადებების მართვა, ასევე აივ ინფექციისა და B და C ჰეპატიტების დიაგნოსტიკა და თერაპია სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ხელმისაწვდომობას აუცილებელ სამედიცინო სერვისებზე.


facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?