ქედის მუნიციპალიტეტში ინგლისური ენის კითხვის კონკურსი გაიმართა
ქედის მუნიციპალიტეტში ინგლისური ენის კითხვის კონკურსი გაიმართა
მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის გამართულ ინგლისურ ენაში კითხვის კონკურსში, V-დან XI კლასის ჩათვლით დაახლოებით 350-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
მუნიციპალიტეტის მერმა, როლანდ ბერიძემ და ქედის რესურსცენტრის დირექტორმა, დურმიშხან შავიშვილმა ფინალურ ეტაპზე და საპრიზო ადგილზე გასული მოსწავლეები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.
კონკურსის მიზანი იყო ინგლისური ენის ცოდნის პოპულარიზაცია და მოტივაციის გაზრდა მოსწავლეებში, რაც მნიშვნელოვანია მათი პიროვნული და აკადემიური განვითარებისთვის.
კონკურსი ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით და ქედის რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა.