მთავარი მერია სიახლეები

ქედის მუნიციპალიტეტში, დოლოგნის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებისათვის ტრენინგი გაიმართა

ქედის მუნიციპალიტეტში, დოლოგნის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებისათვის ტრენინგი თემაზე „შენი გზა შენია“ გაიმართა.
ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდებში თვითგანვითარების, დამოუკიდებელი არჩევანისა და პიროვნული შესაძლებლობების მნიშვნელობის გაცნობიერება, ასევე მოსწავლეებში თვითშემეცნების, საკუთარი შესაძლებლობებისა და პროფესიული არჩევანის პროცესის გააზრების ხელშეწყობა.
შეხვედრის მიმდინარეობისას მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა აქტივობაში. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ესაუბრათ საკუთარ ღირებულებებზე, მიზნებსა და შესაძლებლობებზე, რაც დაეხმარათ პიროვნული და პროფესიული განვითარების მნიშვნელობის უკეთ გააზრებაში.
შეხვედრას ტრენერი ინკლუზიური განათლების სპეციალისტი - თინათინ გობაძე უძღვებოდა.
ღონისძიება მერიის ადმინისტრაციული სამსახური პროგრამის ,,თანასწორობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე“ ფარგლებში გაიმართა.
facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?