მთავარი მერია სიახლეები

ქედის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ქედის მუნიციპალიტეტში, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიერ 2026 წელს დაგეგმილი პროგრამებისა და ღონისძიებების წარდგენა. ღონისძიება კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. ახალგაზრდებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიერ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე.
ღონისძიებას ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე რავშან ბეჟანიძე, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი ნინო დოლიძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, ქედის რესურსცენტრის დირექტორი დურმიშხან შავიშვილი, მოადგილეები, დეპუტატები და ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?