მთავარი მერია სიახლეები

ქედის მუნიციპალიტეტის ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლაში, მასწავლებელთა მეცხრე მუნიციპალური კონფერენცია გაიმართა

ქედის მუნიციპალიტეტის ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლაში, მასწავლებელთა მეცხრე მუნიციპალური კონფერენცია გაიმართა.

კონფერენცია ,,პედაგოგიური და მენეჯერული პრაქტიკა: ინოვაციები, გამოწვევები და შესაძლებლობები" თემაზე გაიმართა, რომლის მიზანია პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარება და ინოვაციური მეთოდების დანერგვა.

კონფერენცია ითვალისწინებდა მოხსენებებს სხვადასხვა მიმართულებით, პედაგოგიური გამოცდილების და პრაქტიკის გაზიარებას, რომელშიც 44 მომხსენებელი და 130 მასწავლებელი იყო ჩართული.

ღონისძიებას ქედის მუნიციპალიტეტის მერთან მამუკა თურმანიძესთან ერთად, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, მოადგილე რავშან ბეჟანიძე, აჭარის განათლების ფონდის დირექტორი სულიკო თებიძე, ქედის რესურსცენტრის უფროსი დურმიშხან შავიშვილი, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის დასავლეთ საქართველოს კოორდინატორი გიორგი დიდიძე, ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის პედაგოგები და დირექტორები ესწრებოდნენ.

კონფერენციის დასასრულს, ღონისძიებაში მონაწილე პედაგოგებს, დირექტორებს, მოდერატორებს და მოწვეულ სტუმრებს მადლობის სიგელები გადაეცათ.


facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
ივნისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?