მთავარი მერია სიახლეები

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ეროვნული გმირის, ფრიდონ თურმანიძის ხსოვნას პატივი მიაგეს

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ეროვნული გმირის, ფრიდონ თურმანიძის ხსოვნას პატივი მიაგეს.
გმირის საფლავი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ცინცაძემ, მერის პირველმა მოადგილე იმედა ვასაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებმა, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა და გმირის თანამებრძოლეებმა.
უმცროსი სერჟანტი ფრიდონ თურმანიძე, სოფელ ყელქცეულში, სამშვიდობოს გამოსული მეგობრის დასახმარებლად შებრუნდა, რა დროსაც რუსულ ჭურვებს შეეწირა. საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირი 28 წლის ასაკში დაიღუპა. დატოვა 2 მცირე წლოვანი შვილი, მეუღლე და მშობლები.
გმირი ფრიდონ თურმანიძე ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენითაა დაჯილდოებული.
ღონისძიებას საგალობლებით ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,მოყვარე“ აფორმებდა.
facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
აგვისტო
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?