მთავარი მერია სიახლეები

ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ახალი საბაკალავრო პროგრამის ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ ინფორმაციის მიწოდება.
პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები შეისწავლიან სამართალს, ფსიქოლოგიასა და სხვა მნიშვნელოვან დისციპლინებს.
პოლიციის აკადემია მომავალ სტუდენტებს სთავაზობს:
სწავლის სრულ დაფინანსებას;
საცხოვრებლით უზრუნველყოფას;
უფასო კვებას;
სასწავლო პროცესის სრულ მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.
აკადემიაში ჩარიცხვისთანავე სტუდენტს რიგითის წოდება მიენიჭება, ხოლო კურსდამთავრებულს პოლიციის ლეიტენანტის წოდება. მათ ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ პოლიციის აკადემიის ვებგვერდს: POLICEACADEMY.GOV.GE

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
ნოემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?