ქედის მუნიციპალიტეტის მერმა, მამუკა თურმანიძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა, მამუკა თურმანიძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს ადმინისტრაციულ და სტრუქტურულ ერთეულებში არსებული ვითარება. იმსჯელეს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესზე, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით მოსახლეობის საჭიროებებსა და არსებული პროგრამების ეფექტიან განხორციელებაზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოახლოებული კულტურული ღონისძიებების ორგანიზებასა და მოსამზადებელ სამუშაოებს. მუნიციპალიტეტის მერმა დეტალურად განიხილა ღონისძიებების საორგანიზაციო საკითხები და შესაბამის სამსახურებს კონკრეტული დავალებები მისცა.
სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე და მერის მოადგილე მამუკა ფარტენაძე.
სიახლეების არქივი
| კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |