ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ მუნიციპალურ ორგანიზაციებში სამუშაო შეხვედრა გამართა.
11 თებერვალი 2026 | მერია
დღეს, პირველ მოადგილესთან იმედა ვასაძესთან ერთად ქედის წყალკანალის და ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში მერი ადგილზე გაეცნო სამუშაო პროცესს და დღის გრაფიკს. ასევე, გასული წლის განხორციელებული სამუშაოები შეაჯამეს და მიმდინარე წლის ღონისძიებების და განსახორციელებელი პროექტების შესახებ ისაუბრეს.
აღნიშნული სამუშაო შეხვედრები ეტაპობრივად ყველა მუნიციპალურ ორგანიზაციაში გაიმართება.