მთავარი მერია სიახლეები

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, მეორე გასვლითი სამუშაო შეხვედრა ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართა

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, მეორე გასვლითი სამუშაო შეხვედრა ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართა.

შეხვედრა ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულში წარმომადგენელთან და სპეციალისტებთან გაიმართა, რომელსაც პირველ მოადგილე იმედა ვასაძე და ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი რამაზ ალიქაძე ესწრებოდა.

შეხვედრის ფარგლებში მერმა ადგილზე მოისმინა ინფორმაცია თემში არსებული მდგომარეობის შესახებ. იმსჯელეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის და მოსახლეობისთვის განკუთვნილი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების შესახებ.

შეხვედრის შემდეგ, მერმა პირველ მოადგილესთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობის მიღება გამართა, სადაც მოქალაქეებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს.

მსგავსი შეხვედრები ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობასთან ეფექტიანი კომუნიკაციის გაძლიერებას, მათი საჭიროებებისა და გამოწვევების დროულ გამოვლენას და მათი გადაჭრის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას.


facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
ივლისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?