მთავარი მერია სიახლეები

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ახალგაზრდებისთვის მერისში, გაცნობითი და შემეცნებითი ტური გაიმართა

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ახალგაზრდებისთვის მერისში, გაცნობითი და შემეცნებითი ტური ,,ლაშქრობა“ გაიმართა.

ტურის მონაწილეები ადგილზე გაეცნენ ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის მნიშვნელოვან ობიექტებს, მოისმინეს ინფორმაცია მათი ისტორიის, კულტურული მნიშვნელობისა და ტურისტული შესაძლებლობების შესახებ. ლაშქრობის პარალელურად ჩატარდა პრაქტიკული მასტერკლასი კარვის გაშლისა და საკემპინგე აღჭურვილობის სწორად გამოყენების თემაზე, სადაც ახალგაზრდებმა უსაფრთხო და კომფორტული ბანაკის მოწყობის ძირითადი უნარები შეიძინეს.

პროგრამის მიზანია ახალგაზრდებში აქტიური ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ეკოტურიზმისა და ლაშქრობის კულტურის განვითარება, მუნიციპალიტეტის ტურისტული რესურსების გაცნობა და პრაქტიკული უნარების გაძლიერება, რაც მათ მომავალში დამოუკიდებელი და უსაფრთხო მოგზაურობების დაგეგმვაში დაეხმარება.



facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
სექტემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?