მთავარი მერია სიახლეები

ქედის მუნიციპალიტეტის მერია ერთიან ეროვნულ გამოცდებში სახელმწიფო გრანტის მფლობელ სტუდენტებზე ერთჯერადი სტიპენდიის გაცემას იწყებს

ქედის მუნიციპალიტეტის მერია ერთიან ეროვნულ გამოცდებში სახელმწიფო გრანტის მფლობელ სტუდენტებზე ერთჯერადი სტიპენდიის გაცემას იწყებს.

ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მოიპოვეს სახელმწიფო გრანტი მიიღებს ერთჯერად სტიპენდიას.

100 % გრანტის მფლობელს გადაეცემა 1500 ლარი;

70% გრანტის მფლობელს 1000 ლარი;

50% გრანტის მფლობელს 800 ლარი.

სტუდენტებმა 2025 წლის 15 ნოემბრამდე უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

განცხადება მერის სახელზე;

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ID ბარათი ან პასპორტი );

სსიპ ,,შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის" დამადასტურებელი დოკუმენტი გრანტის შესახებ;

ცნობა სკოლიდან, რომლითაც დასტურდება, რომ სტუდენტი ბოლო ორი წელი სწავლობდა ქედის მუნიციპალიტეტში არსებულ საჯარო სკოლაში;

სტუდენტის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები ან ერთ-ერთი მშობლის/ მინდობილი პირის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტი.



facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?