მთავარი მერია სიახლეები

ქედის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და მუნიციპალიტეტში არსებული ისტორიული და ტურისტული რესურსების პოპულარიზაციის მიზნით, ლაშქრობა მოეწყო

ქედის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და მუნიციპალიტეტში არსებული ისტორიული და ტურისტული რესურსების პოპულარიზაციის მიზნით, ლაშქრობა მოეწყო.
ლაშქრობის მონაწილეებმა პირველ მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში, გვიანი შუა საუკუნეების ცივასულას ციხე მოინახულეს. ადგილზე მიიღეს ინფორმაცია ციხის ისტორიის და აღნიშნული ტერიტორიის მნიშვნელობის შესახებ.
ლაშქრობის ფარგლებში ახალგაზრდებმა ასევე, დაათვალიერეს მახუნცეთის ტურისტული ლოკაციები, მათ შორის მახუნცეთის ჩანჩქერი და თამარ მეფის თაღოვანი ხიდი.
დღის დასასრულს ახალგაზრდებისთვის მოეწყო რაფტინგი, რომელმაც ღონისძიებას განსაკუთრებული სათავგადასავლო და ემოციური დატვირთვა შესძინა.
facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
ოქტომბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?