მთავარი მერია სიახლეები

ქედაში სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

15 ოქტომბერი სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღეა.

ამ დღესთან დაკავშირებით, ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება-ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული მეწარმე ქალების შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, ქალბატონებს სოფლად მცხოვრები ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ პროგრამის მიზანია სოფლად მცხოვრები ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება, მდგრადი სამუშაო ადგილების შექმნა და ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობა.

ასევე, დღეს საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის წარმომადგენელი, მერი შავაძე, მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების გაცნობის მიზნით მეწარმე ქალებს შეხვდა. ღონისძიების ფარგლებში ასევე, გაიმართა მიმდინარე წელს გამარჯვებული მეწარმე ქალების საქმიანობის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლების პრეზენტაცია.

სოფლად მცხოვრები ქალთა საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ანსამბლეის მიერ 2008 წელს იქნა აღიარებული.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
ოქტომბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?