მთავარი მერია სიახლეები

ქედაში, ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების/ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და გასული წლების გამარჯვებული მეწარმე ქალების შეხვედრა გაიმართა

ქედაში, ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების/ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და გასული წლების გამარჯვებული მეწარმე ქალების შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო წარმატების ისტორიების და ბიზნესის განვითარების გზაზე გადალახული გამოწვევების გაზიარება. მონაწილე მეწარმეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი საქმიანობის გამოცდილება, მიღწევები და ის სირთულეები, რომლებიც ბიზნესის დაწყებისა და გაფართოების პროცესში შეხვდათ.

ღონისძიების ფარგლებში პროგრამის ორგანიზატორებმა წარმოადგინეს წარმატებული ქალ მეწარმეებზე მომზადებული ვიდეორგოლები, რომელთა მიზანია მათი საქმიანობის პოპულარიზაცია და სხვა ქალების წახალისება ეკონომიკური აქტიურობისკენ.

ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა ქედაში უკვე მეოთხე წელია წარმატებით ხორციელდება. დღეის მდგომარეობით 41 ბიზნეს-იდეაა დაფინანსებული. მათ შორის, მიმდინარე წელს 9 ინიციატივა დაფინანსდა, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ადგილობრივი დონეზე ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისკენ.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
თებერვალი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?