მთავარი მერია სიახლეები

ქედაში მინი ფეხბურთში ჩემპიონატი გაიმართა

ქედაში, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივითა და ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით კამპანია ,,არა ნარკოტიკს“ ფარგლებში მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი მინი ფეხბურთში გაიმართა.

ჩემპიონატის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

ქედაში სულ ექვსმა გუნდმა იასპარეზა. ტურნირის გამარჯვებული ქედა ბეთლემი გახდა, მეორე პოზიცია მახუნცეთის გუნდმა დაიკავა, ხოლო მესამე ქედა ტაიგერებს ხვდა წილად.

ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემით მიმდინარეობს. მოხდა მუნიციპალიტეტის ჩემპიონი გუნდის გამოვლენა.

მუნიციპალიტეტების ჩემპიონი გუნდები იასპარეზებენ რეგიონულ პირველობაზე, ხოლო ფინალურ ეტაპზე გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ჩემპიონატში.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
აგვისტო
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?