მთავარი მერია სიახლეები

ქედაში მასწავლებელთა მერვე მუნიციპალური კონფერენცია გაიმართა

დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლაში, მასწავლებელთა მერვე მუნიციპალური კონფერენცია გაიმართა.

კონფერენცია „სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები" თემაზე გაიმართა, რომლის მიზანსაც პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება, ინოვაციური და ციფრული მეთოდების დანერგვა სასწავლო პროცესში, ინკლუზიური განათლების პრინციპების ინტეგრაცია, კომპლექსურ დავალებებზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობა და სკოლებისა და კლასების ეფექტური მართვის პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა.

კონფერენცია ითვალისწინებდა პლენარული და სექციური მოხსენებების სხვადასხვა მიმართულებით პედაგოგიური გამოცდილების და პრაქტიკის გაზიარებას, რომელშიც 190 მასწავლებელი იყო ჩართული.

ღონისძიებას აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე, მოადგილე რაუშან ბეჟანიძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, აჭარის განათლების ფონდის დირექტორი სულიკო თებიძე, ქედის რესურსცენტრის დირექტორი დურმიშხან შავიშვილი, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის თავმჯდომარე თემურ მჭედლიძე, ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის პედაგოგები და დირექტორები ესწრებოდნენ.

კონფერენციის დასასრულს, ღონისძიებაში მონაწილე პედაგოგებს, დირექტორებს, მოდერატორებს და მოწვეულ სტუმრებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
თებერვალი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?