მთავარი მერია სიახლეები

ქედაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

ქედის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
საზეიმო პროგრამა სიმბოლურად, ყადირ შერვაშიძის სახელობის სკვერში გაიხსნა. ყადირ შერვაშიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებაში.
,,ეს დღე ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ღირსებასთან, თვითმყოფადობასთან - თავისუფლებისთვის მრავალსაუკუნოვან ბრძოლასა და გამარჯვებასთან ასოცირდება. ეს არის დღე, რომელიც გვაერთიანებს და გვახსენებს მთავარ ღირებულებებს - მამულს, ენას და სარწმუნოებას. ვულოცავ სრულიად საქართველოს და დარწმუნებული ვარ, მომავლის ისტორია კვლავ დაიწერება ჩვენი სამშობლოს გამარჯვებებით" - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას, ქედის მუნიციპალიტეტის მერმა, როლანდ ბერიძემ.
ღონისძიების ფარგლებში, ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,საუნჯემ” მოაწყო მსვლელობა ცეკვა ,,განდაგანას“ შესრულებით.
ღონისძიებას თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან ცინცაძე, აჭარის უმაღლეს საბჭოში დელეგატი, მამუკა თურმანიძე, საჯარო მოხელეები და საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ.
facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
იანვარი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?