მთავარი მერია სიახლეები

ქედაში, 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა

ქედაში, 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა.

ფაშიზმზე გამარჯვების 81 წლისთავთან დაკავშირებით, დაბა ქედის, წონიარისის და ცხმორისის ადმინისტრაციული ერთეულის გმირთა მემორიალური დაფა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ხსოვნას.

ღონისძიებაში, ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, თავმჯდომარის მოადგილე რომან დავითაძე, ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელები, ხანდაზმულთა კლუბის წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მეორე მსოფლიო ომში ქედის მუნიციპალიტეტიდან, 800-მდე ადამიანი იბრძოდა, რომელთა უმრავლესობა უკან არ დაბრუნებულა.

ღონისძიება ქედის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის პროგრამის ფარგლებში გაიმართა.


facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
ივლისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?