მთავარი მერია სიახლეები

მერმა მამუკა თურმანიძემ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

  • ძველი სახლის ახლით ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, სოფელ სირაბიძეებში სახლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია და მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება და მალხაზ ჯაყელის ხუთსულიანი ოჯახი სრულიად ახალ, კომფორტულ და უსაფრთხო საცხოვრისში შეძლებს ცხოვრებას.
  • სოფელ ზენდიდში დასრულდა რკინა-ბეტონის წყლის გამანაწილებელი რეზერვუარის და წყლის მაგისტრალური მილსადენის სამშენებლო სამუშაოები. აღნიშნული წყლით 16 ოჯახი ისარგებლებს.
  • აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ახოში, სამ ლოკაციაზე ძერვენახის, ნაჭვავარის და ბაზალეთის უბნის მაგისტრალური მილსადენის და რკინა ბეტონის წყლის გამანაწილებელი რეზერვუარის სამშენებლო სამუშაოები. პროექტის დასრულების შემდეგ, სოფელ ახოში მცხოვრები 50 ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება უწყვეტი წყალმომარაგებით.
  • დასრულდა სოფელ ტიბეთაში საყრდენი კედლის და საავტომობილო გზაზე ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კიბისა და ფანჩატურის მოწყობის სამუშაოები.

ინფრასტრუქტურული პროექტების სამშენებლო სამუშაოებს, ასევე ადგილზე გაეცნო მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი გენადი ანანიძე და შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ნოემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?