მთავარი მერია სიახლეები

ერთჯერადი სტიპენდიის გაცემაზე რეგისტრაცია დაიწყო

ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებზე ერთჯერადი სტიპენდიის გაცემაზე რეგისტრაცია დაიწყო.
სტუდენტს, რომელიც სწავლობს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (ბაკალავრი, მაგისტრი), ეძლევა სტიპენდია სემესტრში ერთხელ, რომელთა საშუალო არითმეტიკული ქულა 91 და მეტია. სტუდენტს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად ჩაერიცხება სტიპენდია ერთჯერადად 500 ლარის ოდენობით.
2025-2026 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგის მონაცემებით, სტუდენტებმა დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში 2026 წლის 15 აპრილამდე.
  • განცხადება მერის სახელზე;
  • საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სასწავლებლის ცნობა მაღალი აკადემიური მოსწრების შესახებ;
  • საინფორმაციო ბარათი იუსტიციის სახლიდან (სტუდენტი უნდა იყოს რეგისტრირებული ქედის მუნიციპალიტეტში);
  • სტუდენტის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტი ბეჭდით დამოწმებული;
  • ცნობა სკოლიდან, რომლითაც დასტურდება, რომ მოსწავლე ბოლო ორი წელი სწავლობდა ქედის მუნიციპალიტეტში არსებულ საჯარო სკოლაში.
facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?