მთავარი მერია სიახლეები

დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ სოფელ ზენდიდში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ სოფელ ზენდიდში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

შიდა სასოფლო-საუბნო გზების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს საცხოვრებელ სახლებთან ფერდსამაგრი გაბიონის, კედლის და არხის მოწყობა.
ასევე, სოფელ ზენდიდში მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით საცალფეხო ბილიკის მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო რკინა-ბეტონის კიბე, ლითონის მოაჯირები, მილხიდი და დამონტაჟდება განათების ლამპიონები.
სამუშაოები მერთან ერთად, მერის პირველმა მოადგილე იმედა ვასაძემ, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის უფროსმა გენადი ანანიძემ და დაბა ქედის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა ნაზიმ ჩხეიძემ დაათვალიერა.
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ოქტომბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?