მთავარი მერია სიახლეები

დღეს, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა.

დღეს, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა.

ზვარის ადმინისტრაციულ ერთეულში, აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ტრენინგი თემაზე: აუტიზმის ადრეული ნიშნების ამოცნობა და მართვა გაიმართა.

ტრენინგს უძღვებოდა მოწვეული ფსიქოლოგი და ქცევითი თერაპევტი მარიკა კეკელიძე, რომელმაც დამსწრეებს გააცნო აუტიზმის ადრეული გამოვლენის მნიშვნელობა, ძირითადი ნიშნები და მართვის თანამედროვე მიდგომები.

აღსანიშნავია, რომ 2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის მსოფლიო ცნობადობის დღედ გამოაცხადა, რომლის მიზანია საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდა და აუტიზმის მქონე ადამიანთა მხარდაჭერის ხელშეწყობა.

ღონისძიება განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის კულტურული ღონისძიებების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
აპრილი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?