ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
29 მაისი 2026 | მერია
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
დასაწყისი — 12:00 საათი
ღონისძიება გაიმართება დაბა ქედის ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა აქტივობებით აღინიშნება:
12:00 საათი — ღონისძიება გაიხსნება დაბა ქედის N1 ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მუსიკალური ნომერით. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქედის სახელოვნებო სკოლასთან არსებული ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლები, ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა საესტრადო ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები.
13:00 საათი — ანიმატორებისა და ჯამბაზების გასართობი შოუ. გაიმართება ფოტოსესია მულტფილმის გმირებთან.
დღის განმავლობაში პატარებს ელოდებათ:
- დეკორატიული სივრცეები
- საქანელები
- ბუშტებისა და ყვავილების გირლიანდები
- ფოტო სტენდები
- ხატვის კუთხე
- სახეზე ხატვა
- უფასო ნაყინი