მთავარი მერია სიახლეები

ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა

ქედის მუნიციპალიტეტის მერია, ,,ქალთა ოთახი“ აცხადებს კონკურსს ,,ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც შემდგომში განაპირობებს ქალთა აქტიურობასა და თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას. პროგრამის ბიუჯეტი მიმდინარე წელ 45 000 ლარს შეადგენს.

თითოეულ პროექტზე, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან თანადაფინანსების მინიმალური ოდენობა შეადგენს 1000 ლარს, ხოლო მაქსიმალური - 7000 ლარს, რაც განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი პროექტის ღირებულების - 80%-ია, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა - არანაკლებ - 20%, თანადაფინანსების ოდენობა შეიძლება გაიზარდოს პროექტის ჯამური ღირებულების შესაბამისად.

კონკურსით ისარგებლებს:
18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი ქალი ან ქალთა საინიციატივო ჯგუფი;
ფიზიკური პირი, რომელიც რეგისტრირებულია ქედის მუნიციპალიტეტში.

კონკურსში მონაწილეობა ეზღუდება:
პირს, რომელიც არის აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული გასულ წლებში.
პირს, რომელსაც აქვს საბანკო დავალიანება, ყადაღა და რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში;
ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში და საკრებულოში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს და მის ოჯახის წევრს (შენიშვნა: ამ კონკურსის მიზნებისათვის „ოჯახის წევრში“ იგულისხმება პირის მეუღლე, შვილი, გერი, და და ძმა, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი), აგრეთვე ქედის მუნიციპალიტეტის მერიის დაფუძნებულ/დაქვემდებარებაში არსებულ სამეწარმეო და არასამეწარმეო ორგანიზაციებში დასაქმებულ მოსამსახურეებს;


ბენეფიციარს კონკურსში ჩართვის მიზნით ეკრძალება ისეთი პროექტის წარმოდგენა რომელიც ფინანსდება სახელმწიფოს ან/და აჭარის ბიუჯეტის შესაბამისი პროგრამებიდან.

ბიზნეს-იდეის შევსების ფორმა იხილეთ ლინკზე: https://we.tl/t-GE7OG9JYRpc9GukE

განცხადების მიღების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 04 ივნისი 18:00 საათი.

განაცხადი უნდა შემოიტანოთ:

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია;
ელ-ფოსტა: keda.kancelaria@gmail.com
კონსულტაციის მიღება შესაძლებელია:
ლინკი: https://www.facebook.com/profile.php?id=100075460705951
მობილური: 599 32 64 00; 595 01 05 69.


facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?