მთავარი გენდერული თანასწორობის საბჭო სიახლეები

ცნობიერების ამაღლება ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის შესახებ

გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა, ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური მხარდაჭერა, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა - ეს იმ პრიორიტეტების ჩამონათვალია, რომლითაც ქედის მუნიციპალიტეტი • Keda Municipality-ს გენდერული თანასწორობის საბჭო იხელმძღვანელებს. საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს - ოთარ ხარაძე.
“მუნიციპალიტეტს შემუშავებული აქვს გენდერული თანასწორობის სტრატეგიაც და გეგმაც. საბჭოს ჩართულობით, მერიამ შეიმუშავა შემდეგი პროგრამები: გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამა; ქალთა ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობა; ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა- პროგრამებზე გამოყოფილი თანხა 25 000 ლარს შეადგენს. შემდგომისთვის ბიუჯეტის გაზრდაზე ვგეგმავ ლობირებას საკრებულოსა და მერიაში.“-განაცხადა ოთარ ხარაძემ. ცნობისთვის, ქედის გენდერული თანასწორობის საბჭო, 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავს.
გენდერული საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, რომან დავითაძე საბჭოში საქმიანობას აღარ გააგრძელებს და კომისიის წევრი, მის ნაცვლად, სპეციალისტი გენდერული თანასწორობის საკითხებში, მირანდა ფარტენაძე იქნება.
Women's Information Сenter/ქალთა საინფორმაციო ცენტრი, წლების განმავლობაში, აქტიურად მუშაობს ქედის მუნიციპალიტეტში გენდერული პოლიტიკის გატარების ხელშესაწყობად: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, ,,შერჩეულ მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა" ქედა ერთ-ერთი სამიზნე მუნიციპალიტეტია; ორგანიზაცია მუშაობს ქედაში ასევე, პროექტის ფარგლებში, “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-ს მხარდაჭერით ხორციელდება.
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?