მთავარი გენდერული თანასწორობის საბჭო სიახლეები

სოფიო ხალვაში მეწარმე სოფელ გუნდაურიდან

სოფიო ხალვაში, ქედა, სოფელი გუნდაური.
ქალების უმრავლესობა ვერ ახერხებს მუშაობას და ამის ხელშემშლელი მიზეზი ბევრია. ცოტა ქალია კარიერულად განვითარებული, უფრო სოფლის მეურნეობას ვეწევით.
არასდროს მიფიქრია სოფლის დატოვება, თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ მიყვარს! აქ სულ სხვანაირია ყველაფერი, უფრო სუფთა და მშვიდი გარემოა. უკვე ტურიზმმაც მოიკიდა ფეხი და ნელ-ნელა მეტი პერსპექტივაც გვიჩნდება.
თუ მოგვარდება სოფლებში ტრანსპორტის პრობლემა, (სამსახურის დაწყება ამ მიზეზითაც ჭირს) თუ გაჩნდება მეტი გასართობი ადგილი, თუნდაც სკვერები, სადაც ბავშვები გაერთობიან, თუ იქნება სპორტული აქტივობები და ა.შ. ვთვლი, რომ სოფლებში უფრო მეტი მცხოვრები ვიქნებით.
გამოსავალი? პირველ რიგში, ადამიანს უნდა ჰქონდეს მიზანი, რომლისკენაც მთელი პრინციპულობით მიიწევს. სწორედ ასე ვაქციე ჩემი ორი ჰობი - ქსოვა და მცენარეები- შემოსავლის წყაროდ."
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?