საბჭომ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ღონისძიებათა კალენდარზე იმსჯელა
გენდერული თანასწორობის საბჭომ, დღეს ონლაინ სხდომა გამართა. საბჭოს წევრებმა ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი აქტივობების კალენდარი განიხილა.
ქედის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას, რომელიც დღეს, 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს დასრულდება.
16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, რომელსაც დღესდღეობით მსოფლიოს არაერთი ქვეყანა და ათასობით ორგანიზაცია უერთდება. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების აქტუალიზაციას.
კამპანიის პერიოდში ონლაინ პლატფორმით აღინიშნება: უფლებადამცველ ქალთა საერთაშორისო დღე (29 ნოემბერი), მოხალისეთა საერთაშორისო დღე (5დეკემბერი), ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე (10 დეკემბერი). ასევე, დამზადდება საინფორმაციო ფლაერები და ვიდეო რგოლები, გაიმართება კონკურსი თემაზე ,,შეაჩერე მოძალადე!"
საქართველოს მთავრობა, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელობით, 2018 წლიდან აქტიურად ახორციელებს კოორდინირებულ კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ. საქართველოს მთავრობა 2020 წელსაც გეგმავს სამთავრობო უწყებების ერთიან და ინდივიდუალური ღონისძიებების სერიას, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას, როგორც კამპანიის, ისე კანონმდებლობისა და არსებული სახელმწიფო სერვისების შესახებ.
ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ქედის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |