მთავარი გენდერული თანასწორობის საბჭო სიახლეები

ქედის მუნიციპალიტეტი შეუერთდა 16 დღიან გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას

ქედის მუნიციპალიტეტი დღეიდან, შეუერთდა 16 დღიან გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას ,,ფორთოხლისფერი მსოფლიო - შეწყვიტე ძალადობა ქალებისა და გოგონების მიმართ!“

კამპანიის ფარგლებში, შეხვედრას ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელი თეონა დიასამიძე და საიას იურისტი სალომე ღოღობერიძე უძღვებოდნენ, რომლებმაც მონაწილეებს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს დაცვის მექანიზმებსა და ქალთა მიმართა ძალადობის საკითხებზე ესაუბრეს, მიმოიხილეს არსებული კანონმდებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის როლი და სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებები, ასევე გააცნეს რეგიონში არსებულ სერვისები და კრიზისული ცენტრების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, რომელიც 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება და მიზნად ისახავს 16 დღის განმავლობაში საზოგადოების ცნობიერების ამაღელბასა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფერში არსებული გამოწვევების აქტუალიზაციას.

შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები, გენდერული საბჭოს წევრები და თემით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?