მეწარმე ქალებისთვის გასვლითი ხასიათის შეხვედრა სამეგრელოში გაიმართა
მეწარმე ქალები - გაიზიარე წარმატების მაგალითი - სტარტაპებისთვის და მეწარმე ქალებისთვის მოეწყო გასვლითი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა სამეგრელოს რეგიონში, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი კონტაქტების შეძენას, გაიჩინონ ახალი ბიზნეს პარტნიორები და განახორციელონ ახალი ბიზნეს იდეები.
ღონისძიების ფარგლებში ზუგდიდში მოინახულეს სოციალური საწარმო განსხვავებული რეგიონის წარმომადგენელმა მეწარმე ქალებმა: გაიცნეს ერთმანეთი; გაუზიარეს ერთმანეთს სამეწარმეო გამოცდილებები; წარმატების ისტორიები; ისაუბრეს გამოწვევებზე, შესაძლებლობებზე და სამომავლო გეგმებზე.
ვიზიტის ფარგლებში, მასპინძელი საწარმოს ქალებმა სტუმრებს ჩაუტარეს მასტერკლასი ქარგვის და ჭრა-კერვის მიმართულებით, ასევე სოფელ ფახულნაში მოინახულეს ვარდების სასათბურე მეურნეობა, სოფელ ჭალეში მარწყვის ბაღი და ნერგების სასათბურე მეურნეობა.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |