გენდერული თანასწორობის საბჭოს N3 სხდომა



დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს N3 სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხს უყარეს კენჭი.
1. ქედის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხილვისა და დასამტკიცებლად ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენის შესახებ
2. ,,გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ" პროექტს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის 2018 წლის 23 თებერვლის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შსახებ, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის განსახილველად წინადადება წარდგენის შესახებ.
3. ქედის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს პერსონალურ შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის მიზნით წინადადების წარდგენის შესახებ.
საბჭომ მიზანშეწონილად მიიჩნია, საბჭოს სამომავლო საქმიანობიდან გამომდინარე წევრთა სიაში დაემატოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი მამია გვარიშვილი და ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების განყოფილების უფროსი გიორგი სურმანიძე.
მორიგი შეხვედრა უახლოეს დღეებშია ჩანიშნული.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |