მთავარი გენდერული თანასწორობის საბჭო სიახლეები

გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს N 5 სხდომა გაიმართა.

საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს: 1. ქალთა ოთახების სტანდარტიზაცია მუნიციპალიტეტებში და 2. საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანისა და გაფართოების შესახებ. (მომხსენებელი მერიის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი გენდერული თანასწორობის საკითხებში - თეა შარაშიძე)

სხდომაზე მიმოიხილეს ასევე, ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე მიღებული დირექტივები და ინიციატივები. დაიგეგმა ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებისათვის ცნობიერების ამაღლების კამპანია გენდერული თანასწორობის საკითხებზე.

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რომან დავითაძე თავმჯდომარეობდა.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ივლისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?